Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თანამედროვე ტექნოლოგიები’

ქ.შ.-დან 2165 წელი, კაცობრიობა განვითარების პიკს აღწევს, ადამიანები მოგზაურობენ კოსმოსში და ამყარებენ კონტაქტს სხვა ცივილიზაციებთან. ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე აღარ არსებობს სახელმწიფოები, ჯერ კიდევ 100 წლის უკან მსოფლიომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ბირთვულ და სხვა მასობრივი განადგურების იარაღებზე, შეექმნათ  მსოფლიოს ერთიანი მართვის სისტემა, მას შემდეგ დამთავრდა ომები, მტრობა და შუღლი ხალხთა შორის. დედამიწაზე სრულმა ჰარმონიამ დაისადგურა, არ იყო ავადმყოფობა და არ იყო სიღარებე.

ადამიანები სწავლობდნენ არა მარტო კოსმოსს, არამედ საკუთარ წარსულსაც. ერთი ასეთი ექსპედიცია ჯონ  სმიტის მეთაურობით აწარმოებდა კვლევებს იქ, სადაც ადრე კავკასიონად იწოდებოდა.  კვლევიდან ერთი თვის მანძილზე საკმაოდ ბევრი და საინტერესო აღმოჩენების შემდეგ ექსპედიციის რიგითმა მკვლევარმა მიაგნო საინტერესო ნივთს,  ეს იყო ე.წ. ავტომანქანა საბურავებზე , რომელსაც უკვე საუკუნეზე მეტი  ადამიანები აღარ იყენებდნენ, თვითონ აღმოჩენასთან ერთად  საოცარი იყოს ის, რომ საბურავებზე ვერ ემოქმედა დროს, ისინი ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.

”საოცარია აქ, ზღვის დონიდან ამ სიმაღლეზე როგორ მოხვდა ?! ” – ხმამაღლა იკითხა ჯონ სმიტმა, გულში კი ეჭვებმა გაღრნა, იქნებ ვინმეს ბოროტი ხუმრობა იყოსო. ”ჯონ, მე შემიძლია გიპასუხო” – იყვირა ახალგაზრდა გიორგიმ  ( ამ დროს აღარ არსებობდა მცნება უფროსი, სერი და ა.შ., შესაბამისად ყველა ერთმანეთს სახელით მიმართავდა. ა.კ ) .

”გისმენთ” – უპასუხა ჯონმა

”მე მყავს ბაბუა, რომელსაც შეუძლია პასუხი გაგვცეს კითხვებზე” – თქვა გიორგიმ.

”კარგი, სხვებმა გააგრძელეთ მუშაობ, გიორგი კი ჩემთან შემოდი” –  ჩაილაპარაკა დაღლილმა ჯონმა.

მეორე დღეს ჯონ სმიტი  გიორგისთან და ექსპედიციის რამოდენიმე წევრთან ერთად პონტოს ზღვის ( იგივე შავი ზღვა ) სანაპიროზე გაფრინდა, სადაც ცხოვრობდნენ  გიორგის მშობლები.  გიორგის ძალიან უყვარდა ბაბუა, ის ყოველთვის საინტერესო ამბებს უყვებოდა ძველ მსოფლიოზე.

tegeta-post   გიორგის მშობლებს სახლი ზღვიდან ძალიან ახლოს, პატარა მთაზე ჰქონდათ, არაჩვეულებრივი ხედითა და ბუნებით, მათ უარი თქვეს ბევრ სიახლეზე და ცხოვრობდნენ საკუთარი შრომით, ჰქონდათ საკუთარი ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები ( ადამიანებმა უკვე დიდი ხანია თქვეს უარი ხორცის ჭამაზე ).

”გიორგი, ეს ხომ მიწიერი სამოთხეა” – აღმოხდა ჯონს

”დიახ ეს არის ის, რაზეც ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი  ნებით ვთქვით უარი” – წამოიძახა თითქოს არსაიდან გაჩენილმა თეთრად შემოსილმა, საკმაოდ მაღალმა და ჯერ კიდევ ჯანზე მყოფმა მოხუცმა. გიორგი გახარებული გაიქცა და ბაბუას ჩაეხუტა, საოცარი დადებითი აურა ჰქონდა ღრმად მოხუცებულ ლევანის, მისმა გარეგნობამ კი ჯონ სმიტის  აღფრთოვანება გამოიწვია.

ხანმოკლე დასვენებისა და ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ ექსპედიციის წევრებმა უკვე ისტორიული ნივთი შემოიტანეს….

”ღმერთო ჩემო, ეს ხომ თეგეტა მოტორსის საბურავებია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანები მანქანებით დადიოდნენ, ყველა ამ საბურავებს იყენებდა, განსაკუთრებით ზამთარში, ისინი საოცარი ხარისხითა და თოვლიან გზაზე განსაკუთრებული მოჭიდებით გამოირჩეოდნენ” – აღმოხდა გიორგის ბაბუას, ის აღფრთოვანებით ათვალიერებდა, თითქოს თვალებით ეფერებოდა საბურავებს.

ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი ბუნების შექმნილი ქრება, უკვდავია მხოლოდ ადამიანების ხელითა და სიყვარულით შექმნილი საოცრებები.

P.s. ხარისხი არასდროს ქრება – http://www.tegetamotors.ge/

Read Full Post »