Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ!

მეგობრისგან გავიგე,რომ თეგეტას საინტერესო კონკურსი გამოეცხადებინა,ხოდა მეც გადავწყვიტე მასში მონაწილეობა მიმეღო. სამწუხაროდ ისე ხდებოდა,რომ ვერ ვიცლიდი,სანამ არ დადგა 5 დეკემბერი და არ გამახსენდა რომ ბოლო დღე იყო და თუ მინდოდა კონკურში მონაწილეობა,უნდა ავმდგარიყავი და დამეწერა ეს თემა. სანამ წერას დავიწყებდი გადავხედე „თეგეტა მოტორსის“ facebook-ის გვერდს. რამდენიმე ნაშრომი წავიკითხე და ყველგან ერთი და იგივე იყო, მოგონილი ისტორიები,არადა ეს კონკურსი სულ სხვა კუთხის იყო შექმნილი.
1-თეგეტა მოტორსის პიარი.
2-ზამთრის საბურავების პიარი.
3-რათა ხალხს გაეგო,თუ როგორი აუცილებელი იყო ზამთრის საბურავები.
tegeta-tire (2)
სამწუხაროდ ისეა,რომ მძღოლების გარკვეული ნაწილი თვლის,რომ ზამთრის საბურავები არ არის საჭირო. უარესი ის არის,რომ ჩვენს ქვეყანაში ისეა,რომ ფეხითმოსიარულეები გადადიან იქ სადაც უნდათ.წარმოიდგინეთ ერთი ჩვეულებრივი ზამთრის თოვლიანი დღე.მიდიხარ შენთვის,შენი ზაფხულის საბურავებით და უცბათ ვიღაცამ გზაზე გადაგირბინა. მალევე გაიაზრე რა უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა.მიზეზი ამისა იყო ის,რომ ზაფხულის საბურავებს არ აქვთ ისეთი მოჭიდება,როგორც ზამთრისას. მოხდა ის რასაც არავი ვუსურვებდი.მოხდა ავარია. ფეხითმოსიარულე გარდაიცვალა. გაუნადგურე იმ ადამიანს ყველა სახის მიზანი,სურვილი,ოცნება.დაღუპა მისი ოჯახი და ნათესავები.თუ გაგიმართლა , კამერები იყო და გაგამართლეს- ციხეს გადაურჩები,მაგრამ მთელი ცხოვრება ეს დანაშაული მუდამ შენს გვერდით იქნება და არასოდეს დაგავიწყდება, რომ შენ დაუნგრიე ადამიანს ყველაფერი, რისი მიღწევაც უნდოდა ან უკვე მიაღწია და ტკბებოდა ცხოვრებით, მაგრამ ამის აცილება ხომ შესაძლებელი იყო?! კი! რა მოხდებოდა,რომ ყოველთვიურად გადაგენახა თანხა,რათა წასულიყავი “თეგეტა მოტორსში” და გეყიდა საუკეთესო ხარისხის ზამთრის საბურავები. ამით ხომ აიცილებდი იმ ფატალურ შემთხვევას და მთელი ცხოვრება ნამუსი არ შეგაწუხებდა.

გიორგი გულიაშვილის საკონკურსო პოსტი

დროა აირჩიო ხარისხი

ჯერ ჯიდევ კარგად გათენებული არ იყო მობილური ტელეფონის ზარმა, რომ გამომაღვიძა. ”ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?!” ”გიორგი ლაშხი” დაეწერა ტელეფონის მონიტორზე. მე და გიორგი ბავშვობიდან ვმეგობრობდით, სკოლაც ერთად დავამთავრეთ და არც სტუნდენტობის წლებში დაგვივიწყებია ერთმანეთი. თუმცა რაც დაოჯახდა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად მიმოსვლაც იშვიათი გვქონდა. სწრაფად გამოვედი ფიქრების ბურანიდან და ტელეფონს ვუპასუხე. – ”ანდრო გამარჯობა. გიორგი ვარ ლაშხი” – ცოტა აღელვებული მეჩვენა მისი ხმა. – ”გისმენ გიორგი, როგორა ხარ?” – ”მე არა მიშავს. მაპატიე ასეთ დროს რომ გაწუხებ მაგრამ… – ”რას ამბობ, აბა რისი ძმაკაცები ვართ თუ ერთმანეთი არ შევაწუხეთ” – შევაწყვეტინე და გამახსენდა რომ უკვე 2 წელიც გასულიყო რაც ერთმანეთი არ ”შეგვიწუხებია” და რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი. _ ” ანდრო ბავშვი გამიხდა ცუდად, ქუთაისის საავადმყოფოში მყავდა მაგრამ დამაიმედებელი არაფერი მითხრეს და თბილისში გაწერეს, ხედავ როგორი ამინდებია, ჩემი მანქანის საბურავების დიდი იმედი არ მქონდა მაგრამ არ მეგონა შუა გზაზე თუ დამტოვებდა. წინა ორივე საბურავი გამისკდა და გზაზე ვარ.. ასეთ დროს მხოლოდ შენ თუ დამეხმარები.. ტელეფონი გაითიშა.. ეტყობა ტელეფონიც დაუჯდა. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა, შეიძლება რამოდენიმე წუთის დაგვიანებაც კი სავალალო ყოფილიყო პატარა ბავშვისთვის, ამიტომ სწრაფად დავიწყე მოქმედება. მართლაც საკმაოდ მოუთოვიამთელი ღამის განმავლობაში. უხვად მოსული მოსავალივით აევსო ეზო თოვლს, დათოვლილი ხის ტოტები კი თითქოს დაღლილი გეუბნებოდნენ მეტი თუ მოთოვა ამ სიმძიმეების ატანას ვერ გავუძლებთო მანქანა ფარეხიდან რომ გამოვიყვანე, სანამ ჩავჯდებოდი ალმაცერად საბურავებს გავხედე ”არც ჩემი ყოფილა კარგ დღეში” გავიფიქრე და გზას გავუდექი. გზაზე ინტენსიურად თოვდა და დიდ სიჩქარეს ვერ ვანვითარებდი, სიფრთხილე მმართებდა. თითო ოროლა მანქანა თუ ჩამივლიდა დროგამოშვებით. ”ამათაც ალბათ გადაუდებელი საქმე აქვთ ჩემსავით, აბა ასეთ ამინდში ვინ გავა გარეთ”- ვფიქრობდი ჩემთვის.
okujava
გიორგის მანქანა გზისპირას გაეჩერებინა, თვითონ მანქანიდან გადმოსულიყო და ბოლთას ცემდა თან სიგარეტს ექაჩებოდა. რომ დამინახა სიგარეტის ნარჩენი თოვლში ჩაახრჩო და კმაყოფილებით აღსავსე თვალებით ჩემსკენ წამოვიდა. ერთმანეთს გადავეხვიეთ. -”მადლობა რომ მოხვედი” – ესღა მითხრა. -”ეგეთები არ იყოს! – დავემუქრე ღიმილით და მისი მანქანისკენ წავედი. მანქანის უკანა კარი გამოვაღე სადაც გიორგის მეუღლე და პატარა იყვნენ. ძნელია იმ კადრისთვის გეყურებინა კაცს ემოციების გარეშე, პატარა სამიოდე წლის გოგონა ანგელოზივით ლამაზი იყო, სიცხისგან აწითლებული ლოყები უთროდა, თვალებს მძიმედ აფახულებდა და დედაშვილური მგრძნობელობით დედას ჩაჰხუტებოდა. – ” გამარჯობათ ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნება”- თბილად მივესალმე დედას, და პატარას ლოყაზე მოვუთათუნე თითი. -” ღმერთმა დაგლოცოთ” -მითხრა ქალმა მორცხვობით და უფრო მაგრად ჩაიხუტა პატარა სიცივე რომ არ ეგრძნო. კარი მივხურე. სიგარეტს მოვუკიდე და გიორგისაც გავუწოდე. ”რა უნდა ვქნათ?!” – მძიმე ნაპასი დავარტყი და ორაზროვნად ვიკითხე. ”არც შენი საბურავები ყოფილა კარგ დღეში.. ამით ვერ წავალთ, შეიძლება უარეს დღეში ჩავარდეთ… შენი მანქანით ახლოს თუ მივალთ სამდე მაღაზიასთან, იქნებ რამე მოვახერხოთ.. ” საბურავები რომ იყიდო ბავშვისთვის რა დაგრჩება, მე კი უფულო ვარ, გამოდის რომ ტყუილად მოვედი” -ჩავილაპარაკე დამაშავესავით და უცებ გამახსენდა რომ 3 კილომტერის მოშორებით ”თეგეტა მოტორსის” სერვისთან რომ გავიარე. ” ჩაჯექი მანქანაში!” – ვუთხარი გიორგის და სწრაფად დავძარი. ძალიან თბილი ატმოსფერო დაგხვდა ”თეგეტაში”, თბილი დარბაზი, კოხტად ჩაცმული ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი, რამაც ცოტა გამომიკეთა განწყობა. -” რით შემიძლია დაგეხმაროთ” – მოგვართა ახალგაზრდა 22 იოდე წლის გოგონამ, რომელსაც მოკლე კაბა და სამუშაო უნი ფორმა ძალიან უხდებოდა. – ” ჩვენ ქალბატონო საბურავები გვინდა” – ისე ვუთხარი თითქოს ჯიბეები ევროებით გვქონოდა ამოტენილი. – ”მობრძანდით, ჩვენთან ფართო არჩევანია და რაც მთავარია ხარისხი” – ეტყობოდა გამოცდილი რომ იყო თავის საქმიანობაში. -” იცით ქალბატონო ჩვენ ფული არ გვაქვს” – ეს ისე ვუთხარი არ შემრცხვენია. თვალი თვალში გავუსწორე გოგონას ურცხავდ და განაჩენს დაველოდე. იფიქრა რომ ვხუმრობდით, თუმცა არცერთ გვეტყობოდა თვალებში ხუმრობის განწყობა. ” მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?” -თითქოს მისი ბრალი ყოფილიყო ჩვენ რომ ფული არ გვქონდა დამნაშავესავით ამოიღლუღლუღა გოგონამ და სიმორცხვისგან ალმურ მოდებულ ლოყაზე ხელი მოისვა. – ” ამ კაცს ხომ ხედავთ?” – გიორგიზე ვანიშნე თითით -” დღეს თუ ამ კაცმა წინა ორი საბურავი არ იშოვოს ჩათვალეთ რომ..” – აქ ხმაში ბზარი გამერია და სისულელე რომ არ წამომეროშა სხვანაირად გავაგრძელე – ”მოკლედ რომ გითხრათ ეს ჩემი ძმაკაცია ბავშვი ჰყავს ცუდად და საავადმყოფოში მიგვყავს, წინა ორი საბურავი გაგვისკდა და.. ”გასაგებია” – თბილი ხმით მითხრა გოგონამ და გააგრძელა – ”თქვენც კარგად გესმით ალბათ რომ მე ისე საბურავს ვერ გაგატანთ მაგრამ არის გამოსავალი, განვადებით შეიძინეთ” – ის გიორგის მიუბრუნდა- ”პირადობა მომაწოდეთ და სად მუშაობთ ისიც მითხარით”. – ” მე უმუშევარი ვარ ქალბატონო” – იმედგადაწურულმა უპასუხა გიორგიმ და თავი ჩაქინდრა. _ ”ჩემზე გააკეთეთ, მე ვმუშაობ” – ვუთხარი გოგონას და პირადობა მივაწოდე. – ”5 წუთი დაგველოდეთ.პასუხი უნდა მოვიდეს გვითხრა გოგონამ და თავი სამუშაო მაგიდასთან მიუჯდა კომპიუტერს. 5 წუთი 5 საათად იქცა, ნეტა კარგი პასუხი იყოს, მხოლოდ ამას ვფიქრობდი. მალე ჩვენსკენ გოგონა წამოვიდა, სახეზე ემჩნეოდა ღიმილი, ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იყო. -”გილოცავთ დადებითი პასუხი მოვიდა, შეგიძლიათ წაიღოთ საბურავები”- გვითხრა გოგონამ ღიმილით. სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. ჯერ გიორგის გადავეხვიე მერე იმ გოგოს ვაკოცე და მადლობა ვუთხარით. ხელები სიცივისგან გაყინული გვქონდა და გვიჭირდა საბურავის მოხსნა თუმცა მაინც გამოვცვალეთ სწრაფად, შემდეგ მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვე მეგობარს და მანამდე ვუყურე მის მანქანას სანამ ჰორიზონტიდან არ გაქრა, შემდეგ კი სულიერად კმაყოფილმა ჩემს მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ გამოვემართე. საღამოს გიორგიმ დამირეკა. მხნედ საუბრობდა. – ”ანდრო როგორა ხარ მეგობარო?” – ”კარგად გიორგი, ბავშვი როგორაა?” _ ”კარგადაა ღვთის წყალობით. ექიმმა მითხრა დღეს რომ არ მოგეყვანა ცუდად იქნებოდაოსაქმე. ყოჩაღ შენო”. იცი მე რა ვუთხარი? ”მე კი არა ყოჩაღ ”თეგეტა მოტორსს” მეთქი. ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მე და შენ ხო ვიცით”. ორივეს გაგვეცინა. -”მართალი ხარ გიო” -ვუთხარი და სიხარულით ამევსო გული. -”ერთი წამით არ გათიშო ლიკას უნდა შენზე რაღაცის თქმა”. -”კარგი გიორგი”. მალე ყურმილში სხვანაირი სუნთქვა შემომესმა. ”ანდრო ბიძია მიყვარხართ” – ეს მითხრა და გაჩუმდა. ” მეც მიყვარხარ ბიძია, ღმერთმა დაგლოცოს” – ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე რომ არ ავტირებულვიყავი. არადა მართლა მინდოდა ტირილი, სიხარულის, კმაყოფილების, ადამიანობის გამო. ისევ დაიწყო თოვა. სანამ ოთახში შევიდოდი ჩემი მანქანის საბურავებს გავხედე, საკმაოდ გაცვეთილიყო – ”აუცილებლად შევიძენ ხვალვე საბურავებს ”თეგეტა მოტორსში” და ზამთარს შევხდები უსაფრთხოდ” – გავიფიქრე და სახლში შევედი.

”მუდამ შენს გვერდით ”თეგეტა მოტორსი”!

შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ!

მე მოკლედ და მარტივად მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ თუ, როგორ დამეხმარა “თეგეტა მოტორსი” ჩემი ოჯახისთვის სიურპრიზის მოწყობაში.
მოკლედ, სულ 5 წელია რაც ოჯახი შევქმენი. ჩემი მეუღლე დასავლეთიდან არის კერძოდ, კი წყალტუბოდან. გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ დიდი მანძილია თბილისსა და წყალტუბოს შორის, ვცდილობ ეს მანძილი “ცოლოურობაში” ხშირი სტუმრობით შევამცირო. დასავლეთისკენ ამ სტუმრობის ტემპი იკლებს და ხშირად ნულსაც კი უტოლდება ზამთრის პერიოდში. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მოყინული გზები და ჩემთვის ისეთი საბურავების არ ქონაა, რომელიც ამ სიტუაციაში გამომადგება.
ამ 5 წლის მანძილზე ჩემ მეუღლეს არაერთხელ უთხოვია შობის, ახალი წლის, ბარბარობის და ნათლისღების გატარება თავისიანებთან. ჩემი პასუხი კი იყო;
” მეც მინდა ხო იცი წასვლა, მაგრამ როგორი ამინდია ხედავ? გზებიც მოყინულია და გზაში რომ მოგვიწიოს გაჩერება, ბავშვი ცოდვაა”. შემდეგ ხდებოდა “დასავლეთთან” დაკაშირება და იქ მიდიოიდა “თავის მართლება” . დავაკვირდი და მივხვდი , რომ მსგავსი კითხვა – პასუხის ტრადიცია არამგონია სხვა რომელიმე ოჯახშიც იყოს
ამ წელსაც იგივე პასუხი მქონდა მომზადებული იმ კითხვაზე რაც წესით ახალი წლის წინა დღეებში უნდა დასვას ჩემმა მეუღლემ. რომ არა ის ზამთრის საბურავები, რომლებიც ” თეგეტა მოტორსში” შევიძინე. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ვაპირებდი მათი მომსახურებით მესარგებლა იმ მარტივი მიზეზის გამო ,რომ მეგონა ძვირი დაჯდებობდა ეს სიამოვნება. აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად ვფიქრობდი ესე და ეს ჩემი ” მეგონა” საშინლად არაკომპეტენტური ვიღაც ყოფილა. სწორედ, ის ხარისხი და ის სერვისი მივიღე, რაც საკმაოდ იშვიათია დღესდღეობით.
tegeta-tire
საბურავებით ხელდამშვენებული სახლში დავბრუნდი. ასე რომ ჩემს მეუღლეს წარმოდგენაც კი არ აქვს რა სიურპრიზი ელოდება. მე კი დარწმუნებული ვარ წელს “გულის შეკუმშვის” გარეშე მოვუსმენ მეუღლის ტრადიციულ კითხვას და დაველოდები მის რეაქციას არატრადიციული პასუხის მოსმენისას.
ამ ორი პრობლემიდან ერთი თავად მე მოვაგვარე ,რათქმა უნდა “თეგეტა მოტორსის” დახმარებით.მართალია გვიან, მაგრამ “არასდროს” ხომ ჯობია?! ჩემს მიერ მოგვარებულმა პრობლემამ კი პირველი პრობლემა თავადვე გადაჭრა.

მარტივად გეტყვით რატომ უნდა შეიძინოთ ზამთრის საბურავები “თეგეტა მოტორსში”- საიმედო და მშვიდობიანი მგზავრობისთვის.

P.S. “თეგეტა მოტორსი” – ხარისხი, რომელიც სხვებასც უნდა გაუზიაროთ.

ივანე შიუკაშვილის საკონკურსო პოსტი

შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ

მანქანაში სასიამოვნოდ თბილა, ისმის ჯენის ჯოპლინის ოდნავ ხრინწიანი “summertime” , იგი კარგ ხასიათზეა შეყვარებულს უწყობს სიურპრიზსს,ბაკურიანში უნდა ჩააკითხოს,გვერდით ძმაკაცი უზის რომელიც გემრიელად აბოლებს სიგარეტს,

-“summertime”-ზე გამახსენდა, ისევ ის საბურავები უყენია ხო შენს მანქანას ზაფხულში რომ დააყენე
-ხოო, ვერ მოვახერხე თეგეტაში გავლა და ზამთრის საბურავების შეძენა,
-სასიკვდილოდ მწირავ ტო?
-ნუ გეშინია არაფერი მოხდება,

Winter-Tires-640x426
-ერთი ახლა გადავრჩეთ და არსად მოვსრიალდეთ, დაბადების დღეზე მე გაჩუქებ ზამთრის საბურავებს
საბურავის წუილი,შეჯახების ხმა,კვამლისაგან გაშავებული თეთრი თოვლი,სასწრაფოს სირენის ხმა,მანქანიდან ისევ ჯოპლინი ისმის რომელიც უმოწყალოდ გვახსენებს “SUMMERTIME”ს ზამთრის ამ სუსხიან დღეს…
საავადმყოფოს თეტრი პალატა,ოდნავ მბჯუტავი ღამის ნათურა
-რომელი საათია?
-12ხდება
-ვაახ, ჯერ არასდროს შევხვედრივარ დაბადების დღეს საავადმყოფოში,ვენაში კათეტერით
-გილოცავ გადაცდა 12-ს ჭკუა გესწავლოს ძმაო
კარის ჭრიალი,მრავალჟამიერივით ხმებში გაშლილი”HAPPY BIRTHDAY” , 4 ცალი ბანტშებმული თეგეტას ზამთრის საბურავი მოგორავს საწოლისკენ,მეგობრების ჟრიამული,
-რა გეგონა დაგვავიწყდა შენი დაბადების დღე? არა მაინც რამ გაფიქრებინა ამ ამინდში ზამთრის საბურავის გარეშე სადმე წასვლა???

საბურავების ყველაზე ფართო არჩევანი მხოლოდ „თეგეტა მოტორსში, საბურავები აუცილებლად შეიძინეთ თეგეტა მოტორსში, კომპანიაში სადაც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ქეთევან დარჩიაშვილის საკონკურსო პოსტი

ერთ მაღალ მთიან სოფელში მანქანები ზამთარში თავს ძირითადად თოვლიან მთებზე ნადირობით ირჩენდნენ. ძალიან კარგი მონადირები იყვნენ. მათ შორის გამოირჩეოდა ერთი მანქანა, რომელიც როგორ იძახდნენ განსაკუთრებით კარგი მონადირე იყო.
დადგა ზამთარი და მანქანებიც მიეშურნენ დათოვლილ ფერდობებს, ჩვენი გამოცდილი მანქანაც წავიდა სანადიროდ, თუმცაღა მოუმზადებელი იყო, რადგან ზაფხულის საბურავებით მიდიოდა. უღელტეხილზე თანასოფლელი მანქანა შეხვდა და შინაური ზეთით გაუმასპინძლდა, ხოლო იმან თავისი ნანადირევი გარეული ბენზინი შესთავაზა.

Snow Tire

ისაუბრეს და თავ თავის გზას გაუდგნენ. აღმართების დაწყების თანავე მიხვდა ჩვენი გამოცდილი მონადირე რომ სვლა ძლიერ უჭირდა და გაიფიქრა ხო არ დავბრუნებულიყავი თეგეტაში და ახალი საბურავები მეყიდაო, მაგრამ გადაიფიქრა და თავის გამოცდილების იმედად წავიდა.
რამოდენიმე საათის შემდეგ მიადგა რთულად გასავლელ ფერდობს, ისევ იფიქრა ახალ საბურავებზე, მაგრამ შემდეგ თქვა ხმამაღლა: მე გამოცდილივარ და ზამთრის საბურავების გარეშეც გავივლი ამ რთულ გზას. სწორედ აქ შეცდა! დაიწყო თუ არა დამრეცი ფერდობი მანქანაც დაცურდა, მიხვდა რომ თავს ვერ იმორჩილებდა და მთლიანად იღბალზე იყო დამოკიდებული, ამ მომენტში ფიქრობდა : ჯობდა წავსულიყავი თეგეტაში და ახალი საბურავები მეყიდაო. საბოლოოდ იღბალმა არ გაწირა და ხრამში გადაჩეხვას გადარჩა, თუმცა ძლიერ დაიმტვრა. ბედად მისი თანასოფლელი ევაკუატორი გამოჩნდა და სახლამდე მიიყვანა. ჩვენმა ცნობილმა მონადირე მანქანამ დაიფიცა რომ ზამთრის საბურავების გარეშე აღარასოდეს ინადირებდა და გამომჯობინდა თუ არა პირველივე რაც გააკეთა ეს იყო ზამთრის საბურავების შესყიდვა რადგან მიხვდა რომ სიცოხლისთვის აუცილებელია და მიაშურა თეგეტას.

ზამთრის საბურავების ყველაზე ფართო არჩევანი მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“ .საბურავები აუცილებლად შეიძინეთ თეგეტა მოტორსში, კომპანიაში სადაც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.®

გიორგი ოქრუაშვილის საკონკურსო პოსტი

როგორც ვიცით წელიწადის თორმეტი თვეა,  საქართველოს ტემპერატურაზე დაკვირვების გამოცდილება გვეუბნება რომ ამ 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა მერყეობს საშუალოდ +40 ° C-დან როგორც მინიმუმ -15 ° C.  ასეთი მრავალფეროვანი ამინდისა და სხვადასხვა რელიეფის პირობებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, ეს არის დაუსაბუთებელი ვამოწმოთ ერთი ტიპის საბურავის უსაფრთხოების დონე, თუნდაც ეს იყოს მუდმივად მაღალი უსაფრთხოების მქონე საბურავები.

Tegeta-tire-საბურავი

5 წელია საკუთარი მანქანა მყავს, მანამდე  მამაჩემის მანქანაზე ვჯდებოდით მორიგეობით მე და ჩემი ძმა. მახსოვს პირველად მანქანის ტარების სწავლება რომ დავიწყე მამაჩემმა  საბურავები გამოცვალეო  დამავალა.  გამიკვირდა, ჯერ დაქოქვა არ ვიცი და რა დროს საბურავებია თქო, მიუხედავად ამისა მაინც მასწავლა.  მერე როცა ვკითხე ასე რატომ მომექეცი თქო,  მითხრა:  ვერ იქნები კარგი მძღოლი თუ საბურავების იმედი არ გექნებაო.  ავტოფარეხში ყოველთვის ოთხი ცალი საბურავი ცალკე იდო. ზამთრი რომ ახლოვდებოდა ამბობდა ეხლა მშვიდად ვარ, ჩემი ყველა შვილი სეზონის შესაბამისად არის ჩაცმულიო. ამაზე მთელი ოჯახი ვხალისობდით, ვიცოდით რომ, ერთი შვილი მისი მანქანა იყო და ჩაცმაში მანქანის სეზონურ ზამთრის უსაფრთხო საბურავებს გულისხმობდა.  სწორედ ამ ჩვევით ჩამოვყალიბდით მძღოლებად მე და ჩემი ძმა. ორივემ ვიცით რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს  უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა  საჭიროა.  ამიტომ არასოდეს ვრისკავთ არც ჩვენს და არც ჩევნი გარშემომყოფთა სიცოცხლეს და თადარიგს ვიჭერთ. რამოდენიმე წლის წინ, აი ძალიან ცივი და თოვლიანი ზამთარი რომ იყო, მახსოვს ორი მანქანისთვის საბურავების ყიდვის შესაძლებლობა არ გქვონდა, ამიტომ ერთი მანქანა დავაყენეთ და მხოლოდ მეორით ვსარგებლობდი. არ მინდა სიცოცხლე გამოვიწვიო….შეიძლება გარისკო ნებისმიერი საქმე, მაგრამ სიცოცხლის გარისკვა სულ სხვაა. აუცილებელი არაა რამე გქონდეს შემთხვეული შენ, ან შენს ახლობელს რომ მაგალითი გქონდეს.  უსაფრთხოებაზე ზრუნვა ისეთივე ჩევევად უნდა ქონდეს ყველა მძღოლს როგორც ყოველ დილით კბილების გაწმენდა ან არ ვიცი….

აი ის კი ვიცი , რომ   ზამთრის საბურავების ყველაზე  ფართო არჩევანი მხოლოდ   თეგეტა მოტორსშია.

აქ წარმოდგენილი ზამთრის საბურავები გამოირჩევა უმაღლესი დონის საგზაო უსაფრთხოებით- ზამთრის საბურავები უსაფრთხოა ცივ და მშრალ პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია სამუხრუჭე მანძილი ორივე სველი და მშრალი გზების დაბალ ტემპერატურაზე, შედარებით სტანდარტული ზაფხულის საბურავებისა. ზამთრის საბურავების შემთხვევაში ეს შეიძლება შემცირდეს 10%-ით სველი პირობებში და 20%-ით თოვლში.

  თეგეტა მოტორსში ჩააცმევენ თქვენს ავტომობილს სეზონის შესაბამისად!!!

 თეგეტა მოტორსი დაგიცავს შენ ყველაზე ცივი ამინდის პირობებშიც და დაგეხმარება უსაფრთხოდ მიხვიდე დანიშნულების ადგილზე!

ნინო ვარდიძის საკონკურსო პოსტი,

ზამთრის ღამის სიზმარი

ესღა მაკლადა…შევძახე სასოწარკვეთილმა და თავი ავტომობილის საჭეს მივაბჯინე… ვდუმდი და დუმდა ჩემი ავტომობილიც… რამოდენიმე წამი და გასაღები ისე მოექცა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რომ ავტომობილის ძრავას არც კი გაუხმაურია. სულში რაღაც ჩამწყდა… უცნაური სიცარიელე, სირცხვილი, პასუხისმგებლობა და უიმედობა-ეს ყველაფერი ერთბაშად ვიგრძენი გარდაცვლილი მამის წინაშე. ეს ავტომობილიც მისი საჩუქარი იყო… არასოდეს მახსოვს მის სიცოცხლეში ავტომობილს როდისმე ემტყუნოს… ახლა კი…

პფიქრია_n
როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე… გულდამძიმებული დავწექი და თავი ფიქრებს მივეცი: „ზამთარი ახლოვდება, წინ ყინვა და თოვლ-ჭყაპი მელის, ჩემი ავტომობილი კი ზამთრის საბურავების გარეშეა… თითქოს ესეც არ კმაროდა და თავს ახალი საფიქრალი დამატყდა-აკუმულატორი… სანამ მამა ცოცხალი იყო არაფრის მეშინოდა, მაგრამ ახლა… რით ??? … როგორ ??? … “ ამ კითხვებს ვებრძოდი, რომ ჩემი ფიქრები თანდათან შეერია ღამის სიბნელეს და … უცნაურ სახლში აღმოვჩნდი…
შვიდი ჯუჯის სახლს ჰგავდა-პატარა და მყუდრო… გარეთ ისე თოვდა, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეუძლებელი იყო… ღამის სიჩუმე უცნაურმა ხმაურმა გაარღვია. ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემდა გასაოცრად ფანჯრის რაფაზე მუჭისოდენა ავტომობილი შევნიშნე. ჰოი საოცრებავ !!! ავტომობილი გამჭირვალე იყო… ძრავა იმდენად სუფთად გამოიყურებოდა, აშკარა იყო, რომ მძღოლი „შელ ჰელიქსის“ ზეთით სარგებლობდა. ძრავაში კოხტად მოკალათებული პატარა „კოლოფიც“ შევნიშნე წარწერით: „VARTA“-ოჰო !!! მძღოლი აღარ ხუმრობდა. მზერა საბურავებზე გადავიტანე. ეს იყო გემოვნებით შერჩეული ზამთრის საბურავები და გარანტირებული უსაფრთხო მგზავრობა… – „ღმერთო ჩემო !“-აღმომხდა გაოცებულს, მაგრამ ჩემი გაოცება ამით როდი მთავრდებობა… მოულოდნელად ავტომობილის კარი გაიღო და ფანჯრის რაფაზე ქონდრის კაცი გადმოსკუპდა-დიდი ცხვირითა და თეთრი წვერ-ულვაშით. კარი ისე მტკიცედ მიხურა, რომ თვალი ავტომობილის სალონში, სარკეზე მოქანავე აქსესუარისკენ გამექცა. ეს იყო „ფერარი ფორმულა 1“-ის მოდელი-პაწაწინა და წითლად მოელვარე. გაოგნებული შევყურებდი უცნაურ ავტომობილს უცნაურივე მძღოლით. კაცუნამ თოვლიან საბურავზე ფეხი შემოდო და ამაყად შემომხედა… ეს იყო სრულყოფილი ქმნილება-ზამთრის საბურავები, სრულყოფილივე პროტექტორებით-მყუდრო და რბილი გადაადგილებისთვის … კაცუნამ ამაყად შემომხედა-მეთქი… განა საამაყოდ არ ჰქონდა საქმე-აშკარა იყო, რომ ეს საოცარი არსებაც კი თეგეტა მოტორსის მუდმივი და კმაყოფილი კლიენტი იყო… მაღალი ხარისხის ზამთრის საბურავები,შელ ჰელიქსის“ ზეთით შენარჩუნებული სუფთა ძრავი და თავისი საქმის კარგი მცოდნე „VARTA“-ეს იყო გარანტირებული სიმშვიდე, რაც ჩემთვის ჯერ კიდევ ოცნებას წარმოადგენდა.
არ ვიცი როდამდე ვიქნებოდი ასე გაოგნებული, რომ არა ჩემი იდუმალი სტუმარი, რომელმაც ფეხსაცმელებიდან თოვლი ჩამოიბერტყა და ისევ ავტომობილში ჩახტა. მინას ოდნა ჩაუწია და ასე, ხმაამოუღებლივ, ჯიბიდან ამოღებული პატარა ბარათი გამომიწოდა. გაუნძრევლად ვიდექი, ვერ ვიგებდი რა უნდა გამეკეთებინა… ისევ პატარა არსებამ გამომაფხიზლა… თავდაჯერებულმა ავტომობილის მინაზე სამჯერ მომიკაკუნა და ბარათზე მიმანიშნა…
კაკუნის ხმაზე თვალები გავახილე… გათენებულიყო… ფანჯარასთან ჩიტი აბუზულიყო და ნისკარტს საცოდავად უკაკუნებდა მინას…
გახსენება ვცადე… გამახსენდა კიდეც-ზამთარი… საბურავები... თეგეტა მოტორსიუსაფრთხოება… რაც მთავარია, პატარა კაცუნა ბარათით ხელში… ნუთუ ეს სიზმარი იყო… ან იქნებ…®

ფიქრია კუჩუაშვილის საკონკურსო პოსტი

ძალიან მაგარი შეგრძნებაა როცა ხანგრძლივი ძილის მერე თბილ ოთახში იღვიძებ, ფანჯარაში იხედები და გარეთ ყველაფერი თოვლიანია, ხის წვრილ ტოტებზეც დაგროვილია თოვლის სვეტები, აი ამ დროს გრძნობ რომ ნამდვილი ზამთარი მოვიდა, პიჟამოში გადიხარ აივანზე და ღმარდ ჩაისუნთქავ ზამთრის ცივ და სუფთა ჰაერს და ფილტვები ბოლომდე გეხსნება. მერე ცხელ ყავას ისხამ დიდ ჭიქაში, ჯდები ფანჯრის წინ, „რადიატორთან“ ახლოს და იყირურები გარეთ, საერთოდ ვერ ამჩნევ რომ სამსახურში გაგვიანდება : )

733855_202964456554391_850650057_n

ხო სულ დამავიწყდა, რომ ამ დროს დისტანციური დაქოქვა უნდა გქონდეს, მანქანა დაქოქო და გამღვალი და გამთბრადი დაგხვდეს, საშინელი შეგრძნებაა როცა ამ დროს გახსენდება რომ ანტიფრიზი არ გისხია : ) ეს გრძნობა რომ არ განიცადო ამიტომ დროულად უნდა მიხვიდეთ TEGETA MOTORS-ში და მოამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის, ანტიფრიზი, კარგი აკუმულატორი და რა თქმა უნდა საბურავები, ყველაზე მაგარი გრძნობაა ზამთარში დაქოქილ და გამთბარ მანქანაში ჩაჯდომა და უფრო მაგარი გრძნობაა თავდაჯერებულობა თვლიან გზაზე, და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს თუ შენს უსაფრთხოებაზე თეგეტა მოტორსში იზრუნეს : ) რადგან ზამთრის საბურავების ყველაზე დიდი არჩევანი თეგეტაშია, თუმცა დიდი ფიქრიც არ არის საჭირო საბურავის არჩევისას ლიდერი მხოლოდ ერთია Bridgesstone Blizzak მისი დილერი კი მხოლოდ თეგეტაა, ერთი სიტყვით ახლა ზუსტად ის დროა რომ ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ  

P.S. არ დაგავიწყდეთ მინის საწმენდების ე.წ. „დვორნიკების“ გამართვა, და ყინვაგამძლე სითხის ჩასხმა მინის საწმენდში : )

გიყვარდეთ ზამთარი TEGETA MOTORS-თან ერთად

გიორგი ბურძენიძის საკონკურსო პოსტი

შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ

ჩემი ცხოვრების შეგნებული ნაწილი ვმუშაბდი სატყეო ინსტიტუტში, წოდორეთში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მშვენიერ გარეუბანს წარმოადგენს. ბუნებრივი პირობები აქ საკმაოდ თავისებურია, განსაკუთრებით ზამთარში. ამ დროს თუ თბილისში წვიმს იქ თოვს და ყინავს, ფერდობებს თოვლის ნამქერი ედება სქელ ფენად. მოკლედ, ვისაც წოდორეთი არ უნახვს ზამთრში ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ზოგჯერ -ნამდვილი ციმბირია.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში შევიძინე ჟიგული (დღეს რაღა სახსენებელია ეს „ბრენდი“) და ყოველდღე დავდიოდი ზევით ქვევით სამსახურში (ზღვის დონიდან სხვაობა თბილისთან შედარებით 500-600 მეტრია)
ერთხელ, გაგანია ზამთარში, ინსტიტუტში წვეულება გვქონდა და გვიანობამდე დავრჩით.

tsodoreti

გარეთ თოვს, ყინავს, ქარბუქია, მოკლედ ინგრევა იქაურობა. წვეულების დასასრულს დავიძარით თბილისისკენ, გზა სარკისებურად მოპრიალებულია, წინ ორ ნაბიჯში არაფერი ჩანს. მოვდივარ ძალზე ფრთხილად, მეორე სიჩქარით, ერთი ორი მოხვევის შემდეგ გავსწორდი და ნელა მივყვები გზას, სიჩქარის გამოუცვლელად. დაახლოებით ორი კილომეტრის გავლის შემდექ მიუახლოვდით მკვეთრ დაღმართს (გზა თვალებდახუჭულმა ვიცოდი ) და მომეჩვენა რომ გზის მოყინული მონაკვეთი დასრულდა და მანქანა ფრთხილად გადავიყვანე მესამე სიჩქარეში და აქ………. მოხდა საშინელება. საჭე აღარ მემორჩილებოდა, მანქანა თავისით მიცურავდა ამ ლიპყინულზე. მოკლედ, ვარ საშინელ განცდებში და……. უცბად დავაჭირე მუხრუჭის სატერფულს, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გამეჩერებინა ეს მოწყვეტილად გაფრენილი ავტომობილი. ………………….. გონს მოვედი, გზიდან გადასულები მარჯვენა მხარეს ვეგდეთ. ახალი თოვლის საკმაოდ სქელმა ფენამ გადაგვარჩინა ჩვენც და მანქანაც.
სახლში მივედი და მაშინვე დავწექი. დილით, პირის დაბანისას, სარკეში ჩავიხედე და ……. სრულიად გაჭაღარავებული ვიყავი.
ეს სცენა დღესაც თვალწინ მიდგას, იმდენად მყარად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

დღეს ყურადღებით ვადევნებ თვალყურს იმ სიახლეებს რაც საავტომობილო სფეროს განვითარებაში ხდება, განსაკუთრებით საბურავებთან მიმართებაში. საბურავების უამრავი შემოთავაზებაა, მაგრამ Tegeta motors-ის მიერ შემოთავაზებული საბურავები ყველაზე ხარისხიანია, ყველანაირად მისაღებია მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით გამოირჩევა ზამთრის ტიპის საბურავები, რომლებიც ზამთრის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას.
სულ იმას ვფიქრობ, Tegeta motors– ის საბურავები რომ მქონოდა მაშინ მანქანაზე, ეს კოშმარი ხომ არ დამემართებოდა, რომელიც დღესაც კოშმარად მესიზმარება ხშირად და ეს ჭაღარაც ხომ არ შემომეპარებოდა ესე ადრე.
მაშ ასე……. შეიძინეთ საბურავები მხოლოდ Tegeta motors-ში.

P.S.
1.IPadi საჩუქრად ვის არ უნდა, მაგრამ რეკვას არავისთან დავიწყებ „არიქა დამილაიქეთ“.
2.თეგეტა მოტორსის 1000 ლარიანი ვაუჩერი ცუდი არ არის, მაგრამ „კაცს ცხენი არ ყავდაო და უნაგირი იყიდაო“ ესე არ გამომივიდეს.
3.თუ ვინმე ყურადღებით წაიკითხავს ჩემს პოსტს, ამისთვისაც მადლობელი ვიქნები.
ზოგისთვის ჭკუის სასწავლებელიც შეიძლება იყოს.
რევაზ ჩხუბიანიშვილის საკონკურსო პოსტი

შეხვდი ზამთარს უსაფრთხოდ

გათენდა. ოჯახი ახალი წლის აღსანიშნავად სოფელში გაემგზავრა. მიდიოდნენ მიდიოდნენ… სურამში ნაზუქებიც შეიძინეს… გზაში იმხიარულეს, იცინეს, იხუმრეს, გაჩერდნენ, წაიხემსეს, დაისვენეს და ისევ განაგრძეს გზა… ბიჭს ფოტოაპარატი ჰქონდა და ფოტოებს იღებდა, გოგონა აიპედით ერთობოდა, დედა ჟურნალს ათვალიერებდა და მამა გზას უყურებდა…

qarqus

როგორც იქნა, რამდენიმე კილომეტრი დარჩა სოფლამდე… მაგრამ მამამ ვერ შეძლო მანქანა ბოლომდე გამართულად ეტარებინა, უფრო სწორედ, მამა არაფერ შუაშია, გაუმართავმა ავტომობილმა გამოიწვია ის, რომ ეს თბილი და საყვარელი ოჯახი ახალ წელს სოფლის მაგივრად რესპუბლიკურში შეხვდა – მანქანა მოცურდა და გზიდან გადავიდა… საბედნიეროდ, მხოლოდ მცირე ტრავმები მიიღეს ოჯახის წევრებმა, თუმცა დიდი ტრავმა მიიღო მათმა გულებმა, რომ ერთად, სითბოსა და სიყვარულში ვერ შეხვდნენ ახალ წელს, იქ, სადაც გულით ელოდნენ… თუმცა არაუშავს, ცხოვრება გრძელდება და უნდა გწამდეს, რომ ყველაფერი მაგრად იქნება, თუკი მალევე მივიღებთ გადაწყვეტილებას და ჩვენს ავტომობილებს და, შესაბამისად, ჩვენს სიცოცხლესა და ბედნიერებაზე ვიზრუნებთ! ყველამ შეამოწმეთ თქვენი ავტომობილების საბურავები და ნუ ჩააგდებთ ოჯახს საფრთხეში! მითუმეტეს, ზამთარი მოდის…

ზამთრის საბურავების ყველაზე ფართო არჩევანი მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“ . საბურავები აუცილებლად შეიძინეთ თეგეტა მოტორსში, კომპანიაში სადაც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.®

გიგა ქარქუსაშვილის საკონკურსო პოსტი